30 ოქტომბრინდან 3 ნოემბრამდე ბულგარეთში - სოფიასა და ველოკო ტერნოვში შავი ზღვისპირეთისა _ BSANNA და ბალკანეთის ქვეყნების _ ABNA, ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების _ გენერალური ასამბლეა გაიმართება. საქართველოდან ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს სააგენტო "GHN".
გენერალური ასამბლეის ორგანიზატორები არიან ბულგარეთის ნაციონალური სააგენტო _ BTA და სერბეთის ნაციონალური სააგენტო TANJUG.
ფორუმში BSANNA-სა და ABNA-ში გაერთიანებული სააგენტოების _ "ANADOLU AJANSI" თურქეთი, AGERPRES - რუმინეთი, "ANA-MPA" _ საბერძნეთი, ANSA - იტალია, "ARMENPRESS" - სომხეთი, "АТА" - ალბანეთი, "AZERTAC" - აზერნაიჯანი, "BTA" - ბულგარეთი, CNA _ კვიპროსი, FENA _ ბოსნია და ჰერცოგოვინა, "GHN" _ საქართველო "HINA" _ ხორვატია, "ITAR_TASS" რუსეთი, KAZINFORM - ყაზახეთი, MIA- მაკედონია, MOLDPRESS - მოლდავეთი, MTI _ უნგრეთი, SRNA _ ბოსნია და ჰერცოგოვინა, TANJUG - სერბეთი, "UKRINFORM" უკრაინა _ ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც BSANNA-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, BTA-ს გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ მინჩევმა განაცხადა, ასამბლეის დღის წესრიგი გაწეული საქმიანობის ანგარიშის გარდა, სააგენტოებს შორის კონტაქტების გაუმჯობესებისა და შემდგომი თანამშრომლიბის გამტკიცების საკითხებს მოიცავს.
"განხილული იქნება თანამშრომლობის, ურთიერთშორის ინფორმაციების გაცვლის, ასევე კონტაქტების გაუმჯობესების საკითხები. საშუალება მოგევცემა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრი მთელ რიგ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მაქსიმ მინჩევმა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილებას მიიღებს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც პოლიტიკური ასევე ბიზნესწრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგნელებთან.