პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის ინიციატივით, არჩევნების პროცესში შესაძლოა მედია-მონიტორინგის ჯგუფები შეიქმნას. გახელაძემ ეს ინიციატივა დღეს, "თბილისი-მარიოტში" ცესკო-სა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე გაახმაურა.
მის თქმით, ეს საკმაოდ გავრცელებული და გამოცდილი მეთოდია და ყველა არჩევნებზე იქმნება მსგავსი ჯგუფები.
ზემოთხსენებულ ინიციატივა ცესკო-ს თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილმა მოიწონა და აღნიშნა, რომ ამგვარ ჯგუფს მხარს დაუჭერს და ტექნიკურადაც დაეხმარება. მისი თქმით, საჭიროა დეტალურად გაიწეროს ჟურნალისტების საქმიანობა საარჩევნო პროცესებში. ამასთან საჭიროა დადგინდეს მედიის წარმომადგენლების ქცევის წესები, საუბარია მედია-მონიტორინგის ჯგუფის მიერ მედიის კონტროლზე და ა.შ.