ქალაქ გურჯაანში, ზღუდრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უცნობმა პირებმა ხატები და ჯვრები დააზიანეს. დაზიანებული ხატები და ჯვრები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმოფანტული, - იტყობინება ტელეკომპანია `გურჯაანი~.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, თაბაშირისაგან ჩამოსხმული ორი ჯვარი ეკლესიიდან რამდენიმე მეტრში გადაგდებული და დამტვრეული იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში ინფორმაცია არ აქვთ. გურჯაანის მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, სიწმინდეები სექტანტების მიერ იყოს შებილწული.