საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს, პირველი მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, მეორე კი გორში დაფიქსირდა.
"საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ლაგოდეხის რაიონის ჩრდილოეთით მიწისძვრა გუშინ, 16:40 საათზე მოხდა, გორის სამხრეთით 20 კილომეტრში კი, წუხელ 00:43 წუთზე. ორივე მიწისძვრის სიმძლავრე 3-3,5 ბალს შეადგენდა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიურ ცენტრში.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.