საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ოპოზიციას შორის მემორანდუმი 22 თებერვალს გაფორმდება.
გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზეც მეორე არხზე ოპოზიციისათვის განკუთვნილი დროის განაწილებაზე იყო მსჯელობა.
შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გადაწყდა, რომ ოპოზიციას თვეში 2-ჯერ თოქ-შოუებში ნახევარსაათიანი ეთერი დაეთმობა. გარდა ამისა, ყოველდღიურად გამოყოფილი იქნება სპეციალური დრო მათი ბრიფინგების გასაშუქებლად.
აღნიშნული სატელევიზიო დროით მხოლოდ ის პარტიები ისარგებლებენ, რომლებიც მემორანდუმს ხელს მოაწერენ. მიუხედავად ამისა, მეორე არხი ეთერს იმ ოპოზიციურ პარტიებსაც დაუთმობს, რომლებიც მემორანდუმის ფორმატში თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.