საქართველოში 14 თებერვლამდე უამინდობა შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, უმეტეს რეგიონებში ითოვებს, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქიც.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსები შემდეგი ორი დღის განმავლობაში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, რის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი დაწესებულების - აეროპორტებისა და პორტების ხელმძღვანელობა შესაბამისი ზომების მიღების მიზნით უკვე გააფრთხილა.
ამინდის გაუმჯობესება 14 თებერვლიდანაა მოსალოდნელი.