"დაგეგმილი რუსულ-ქართული მოლაპარაკებები ადასტურებს, რომ პროცესი დაიძრა", - განაცხადა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა რუსეთ-საქართველოს თემის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ დიალოგის დასაწყებად კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაგა.
"საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა. რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს და უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც სააკაშვილმა დაგვიტოვა", - განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად ქართველ დიპლომატებს გონიერება მართებთ, რათა არ შეჩერდეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
შეგახსენებთ, რომ რუსულ-ქართული მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაიმართება.