დღეს, 22 ოქტომბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის პერსპექტივის განმსაზღვრელი კომისიის შემადგენლობაში, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ.
ვიზიტის განმავლობაში სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმართველობას.
კომისიის წევრების ვიზიტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.