კონგოში მომხდარ ავიაკატასტროფას სომხეთის ხუთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს პრესმდივნის ნელი ჩერჩილიანის განცხადებით, კონგოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟი სულ შვიდი ადამიანისაგან შედგებოდა - მათგან ხუთი სომხეთის მოქალაქე იყო. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მისივე თქმით, სომხეთის მოქალაქეები კონგოში მოხალისეებად მუშაობდნენ და ადგილობრივი ავიაკომპანიის " Air service" -ის თვითმფრინავი იჯარით ჰქონდათ აღებული. სულ გავრცელებული ინფორმაციით ამ ავიაკატასროფაში 30 ადამიანი დაიღუპა.