სამხატვრო გალერეა Schmit-დან, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს, ეჟენ დელაკრუას „არაბები ორანიდან" მოიპარეს. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ტილოს ღირებულება 650 ათას ევროს შეადგენს. ნახატზე ძებნა პარიზის პოლიციის ყაჩაღობასთან ბრძოლის ქვეგანყოფილებამ გამოაცხადა. ტილოს გატაცებას გაზეთი „წარმოუდგენელ თავხედობას" უწოდებს.
მხატვარმა ტილო აკვარელით, 1837 წელს შექმნა. ვინ ჩამოხსნა კედლიდან ნახატი და როგორ გაიტანა გალერეიდან შეუმჩნევლად, ამ დროისათვის უცნობია. დანაკარგი გალერეის თანამშრომელმა შეამჩნია. ვარაუდუბენ, რომ გამტაცებელი 50 წლამდე მამაკაცია, რომელმაც გალერეა დანაკარგის აღმოჩენამდე მცირე ხნით ადრე დატოვა.
კერძო გალერეა Schmit 1929 წელს დაარსდა და მასში მე19-მე-20 საუკუნის ფრანგი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან: დელაკრუა, დეგა, ვან გოგი, მანე, რენუარი, პისარო, მონე, მოდილიანი და სხვები. ამას გარდა, გალერეა არის ხელოვნების შესახებ წიგნების ერთ-ერთი მსხვილი კოლექციის მფლობელი.