აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე სამი ათასი სახლი უნდა აშენდეს.
ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე, რომელშიც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოლნაწილეობდნენ კლინტონმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
მისი თქმით, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ისრაელის თავდაცვა, იგი ყოველთვის ვერ შეძლებს უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება.
შგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლებამ გაეროს მიერ პალესტინის ავტონომიისთვის სტატუსის ამაღლებიოს საპასუხოდ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ მშენებლობებს დაიწყებს.