საფრანგეთი გაეროში პალესტინისთვის "დამკვირებელი-სახელმწიფოს" სტატუსის მინიჭებას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" საფრანგეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ადმიანიტრაციის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის განცხადებით, იგი შეეცდება გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე დასვას საკითხი პალესტინის 1967 წლის საზღვრებში აღიარების შესახებ. მის ინიციატივას მხარს უჭერს მოძრაობა "ჰამასი".
პალესტინის ადმინისტრაცია მიისწრაფვის 1967 წლის საზღვრებში შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო და იმედოვნებს, რომ ისრაელი მოლაპარაკებების შედეგად გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ტოერიტორიებიდან -მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, ღაზას სექტორი და აღმოსავლეთ იერუსალიმი.
აბასის წინადადებით ამ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.
ისრაელი წინააღმდეგია დაუბრუნდეს 1967 წლის საზღვრებს და ასევე არ აპირებს გადახედოს იერუსალიმის საკითხი, რომელიც ისრაელმა თავის "მუდმივ და განუყოფელ დედაქალაქად" გამოაცხადა.