19 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა ბაღდადში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ერაყის პოლიცია ავრცელებს.
აფეთქება ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოხდა. ერთი ბომბი ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში შიიტურ მეჩეთთან აფეთქდა.
ამ დრომდე აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პოლიციის ვერსიით ტერორისტული აქტების უკან შესაძლოა სუნიტი ამბოხებულები იდგნენ.
მასალის გამოყენების პირობები