შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალის შესწავლას გეგმავს, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში.შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, _ნათქვამია განცხადებაში.