სასჯელაღსრულების სისტემიდან 16 მოსამსახურე გაათავისუფლეს, ხოლო 2-სგამოეცხადა საყვედური, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს", სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო შეტყობინებებისა და მსჯავრდებულთა მომართვების საფუძველზე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი იქნა 16 მოსამსახურე, 2 პირს გამოეცხადა საყვედური", - აცხადებენ სამინიტროში.