პრეზიდენტმა 464 პატიმარი შეიწყალა. ისისნი სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე ტოვებენ.
,,464 პატიმარი სახლში პირდაპირ მიდის. 50 მსჯავრდებულს კი სასჯელი გაუნახევრდა. შეწყალებული პატიმრებიდან 43 ქალია ამათგან 34 პირდაპირ წავა სახლში, ხოლო ცხრა მათგანს სასჯელი გაუნახევრდა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისია 1000-ე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავდა. საქმეების ნაწილი განსახილველად კომისიას საპატრიარქომ გადასცა.კომისია სხვა პატიმრებთან ერთად, განიხილავდა 80 ქალი პატიმრის, 3 არასრულწლოვანისა და ერთი უცხოელის საქმეს, რომელიც სასჯელს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის იხდიდა.