თბილისის სააპელაციო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცველი დატოვა და თბილის მერის ყოფილ მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ჟურნალისტებთან შოთა ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა იგი ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას თავდებობით ან გირაოთი, თუმცა სასამართლომ აღნიშნულის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილი 15 ნოემბერს დააკავეს და მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ასევე უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება. იგი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორთვიან წინასწარ პატიმრობას იხდის.