ფინეთის სასამართლომ ადამიანის უფლებათა დამცველი მიკაელ სტროშნო ფინეთში ჩეჩენი დევნილების არალეგალურად გადაყვანისათვის გაასამართლა. სტროშნოს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დამტკიცდა, რომ სტროშნომ, რომელიც ადამიანის უფლებებს უკვე წლების განმავლობაში იცავს, ორგანიზება გაუკეთა ფინეთში არალეგალური მიგრანტების სამი ჯგუფის გადაყვანას, რომელთა საერთო რიცხვი 25-ს აღწევდა. ისინი ქვეყანაში თურქეთიდან მოხვდნენ.
დღეს ფინეთის უმაღლესმა სასამართლომ უარი განაცხადა ადვოკატების შუამდგომლობაზე და სტრუშნოს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტროშნო ცნობილია, როგორც სპონსორი და პოპულარული საიტის, "კავკაზ ცენტრის" მთავარი რედაქტორი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში შეიარაღებულ ბრძოლას საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს. საიტი რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ აკრძალულია, როგორც "ექსტრემისტული".