ხვალ, 22 ნოემბერს, კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე და მისი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებზე თავად უპასუხებს. როგორც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, არასამთვრობო სექტორს მეჩითოვის გამონათქვამთან ჰქონდათ პრეტენზიები, რომელიც ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას ეხებოდა.
მინისტრის თქმით, მათ განემარტათ, რომ მუზეუმის გაუქმება დღის წესრიგში არ დგას.
"თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა შეკითხვას თავად იური მეჩითოვი გასცემს პასუხს. როგორც ვიცი, ის ხუთშაბათს გეგმავს ჟურნალისტებთან შეხვედრას, მას შემდეგ, რაც საფრანგეთიდან დაბრუნება", - განაცხადა ოდიშარიამ.