ხვალ, 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება პრეზენტაცია თემაზე: "როგორ ჩავაბაროთ აშშ-ის უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად". პრეზენტაცია სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მცირე სააქტო დარბაზში გაიმართება.
პრეზენტაციას გამართავს საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრ "კვალის" საგანმანათლებლო მრჩეველი. "კვლი" საერთაშორისო ქსელ EducationUSA-ის ერთ-ერთი ცენტრია.