თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ.
პროკურატურა გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიად პატიმრობას ითხოვდა. თუმცა პროკურორმა ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე აცხადებს ბრალდების მხარე, რომ კალანდაძის მხრიდან ქვეყნის დატოვებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს.
გოგიტა გაბაიძემ პროკურორს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა კალანდაძის უცხოეთში მყოფი ახლობლების ვინაობა დადგენილი, თუმცა პროკურორმა ვერც ერთი ასეთი ახლობლის ვინაობა ვერ დაასახელა.
კალანდაძის ადვოკატმა აღმკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო სახე მოითხოვა, რაც გულისხმობს 3-ათასლარიან გირაოს. თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება ერთი საქმის ნაწილია და შესაბამისად, გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ უკვე ორჯერ გაათავისუფლა. 18 ნოემბერს კი პროკურატურამ გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.