თბილისის საქალაქო სასამართლო გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. როგორც ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა პროცესი 12:30 საათისთვის არის ჩანიშნული და საუბარია 2011 წლის სექტემბრის ეპიზოდზე, რომელიც ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას უკავშირდება. საქმეში, გიორგი კალანდაძის გარდა, ბაჩო ახალაია, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ფიგურირებენ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ უკვე ორჯერ გაათავისუფლა. 18 ნოემბერს კი პროკურატურამ გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.