უფლებადამცველი ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებასა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს შორის საპროცესო გარიგება შედგეს, სანაცვლოდ კი ოქრუაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლია მუხაშავრიამ განაცხადა ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმირებული იყო.
"ოქრუაშვილი საქართველოსი ისე არ ჩამოვიდოდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული არ ყოფილიყო. შესაძლოა, ოქრუაშვილის შემთხვევაში საპროცესო გარიგება შედგეს, იმის სანაცვლოდ, რომ ის მაღალჩინოსნები წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. Eეს ზემდგომები შესაძლოა, იყოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, რადგან ეს ჩიტები ამ ბრდღვნად ღირს", _ განაცხადა მუხაშვრიამ, რომელმაცა განაცხადა, რომ ყოფილ თავადაცვის მინისტრს ქვეყანაში დაბრუნება იმ ფასად მოისურვა, რა ფასიც შესთავაზეს.
"მოგეხსენებათ, ირაკლი ოქრუაშვილს ქვეყნის დატოვება საპროცესო გარიგების საფუძველზე მოუწია. ალბათ, უცხოეთში დარწმუნდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ფასი მაღალი და საინტერესო არ არის, თუნდაც შუაგულ ევროპაში. Aამიტომ სამშობლოში დაბრუნება იმ ფასად მოისურვა, რა ფასიც შესთავაზეს ანუ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ციხეში მშვიდად ზის და მზად არის საპყრობილეში რამდენიმე თვე გაატაროს. ალბათ, ირაკლი ოქრუაშვილს ეს ყველაფერი უღირს, რადგან ესმის ციხეში რამდენიმე თვე ჯდომა ურჩევნია ქვეყნიდან გადახვეწას", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშვრიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამართალდამცავებმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342, 332, 338 მუხლების საფუძველზე დააკავეს.