ცნობილი პაკისტანელი ტერორისტი მოჰამმედ კასაბი, რომელიც იყო 2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მოწყობილი ტერაქტების ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი შემსრულებელი იყო, ინდოეთის ციხეში ჩამოახრჩვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 ნოემბერს 10 ტერორისტმა, რომლებიც კარაჩიდან ზღვით ჩემოვიდნენ ქალაქში სისხლიანი სასაკლაო მოაწყვეს.
ჯგუფებად დაყოფილნი ისინი ქალაქის ქუჩებში და კაფეებში ხვრეტდნენ ადამიანებს. შემდეგ კი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გამაგრდდნენ და ორი დღე-ღამის განმავლობაში წინააღმდეგობას სწევდნენ, მანამ ვიდრე პოლიციის მიერ არ იქნენ განადგურებულნი.
სულ ტერორისტებმა 166 ადამიანი იმსხვერპლეს.