თვითმფრინავის Boeing 747 -ს კაპიტანმა, რომელიც ავიაკომპანია Lufthansa-ს ეკუთვნოდა და აშშ-დან ირლანდიაში რეისს ასრულებდა, გონი დაკარგა.
The Guardian ის ინფორმაციით, მგზავრთაგან ერთ-ერთმა, რომელიც გერმანიის მოქალაქე აღმოჩნდა განაცხადა, რომ ის გამოცდილი მფრინავია და დანარჩენ პილოტებს შესთავაზა თვითმფრინავის მართვა მისთვის მიენდოთ.
პილოტები დასთანხმდნენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მამაკაცმა თვითმფრინავის დაშვება დუბლინის აეროპორტში წარმატებით განახორციელა და ადგილობრივი მედიის გმირი გახდა.
Lufthansa -მ დაადასტურა, რომ მგზავრს, რომელმაც თვითმფრინავი დასვა ყველა აუცილებელი ლიცენზა და გამოცდილება ჰქონდა.