"ჰამასი" ისრაელთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დღეს შუა ღამე ცეცხლს შეწყვეტს. შესაბამისი განცხადება ჰამასის წარმომადგენლებმა გააკეთეს, იუწყება ”ალ-ჯაზირა”.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმებული დოკუმენტი მხარეებს აიძულებს ცეცხლის შეწყვეტას დათქმულ დროს.
ისრაელის მედიის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ დღს შუა ღამე ცეცხლი შეწყდება.
ამ დროისთვის უცნობია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სხვა პუნქტები.
ანალიტიკოსებიოს უმრავლესობა აცხადებს, რომ ცახალმა ფაქტობრივად გაანადგურა "ჰამასისა" და ისლამური ჯიჰადის" ინფრასტრუქტურა.
შეგახსენებთ, რომ მხარების დაპირისპირებას ორივე მხარეს რამდენიმე ათეული ადამიანი ესხვერლა. ასევე დაჭრილია 300-მდე ადამიანი.