ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარელი - თელავის მაგისტრალზე. დიდი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის" მარკის ავტომანქანა გზაზე მოცურდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. მანქანაში მჯდომი 35 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, 2 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.
„გუშინ, საღამოს, საავადმყოფოში ავარიის შედეგად 2 დაშავებული ქალი შემოიყვანეს. ორივე მათგანს ქალა - ტვინის დახურული ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მენჯის ძვლებიც ჰქონდა მოტეხილი, ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მეორე ქალბატონი კი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მის სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნანა ჩინჩილაკაშვილმა.