დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი, თუმცა ორმა დღემ ბევრი რამ გამოჩინა. გამოაჩინა ის, რომ "ოცნების" დაკვეთა, ივანიშვილის დაკვეთა საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს აღსრულებაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.
"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი, თუმცა ორმა დღემ ბევრი რამ გამოჩინა. გამოაჩინა ის, რომ "ოცნების" დაკვეთა, ივანიშვილის დაკვეთა საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს აღსრულებაში. "ოცნებას" არ შეუძლია კონსტიტუციის შეცვლა და ახლა ცდილობს საკონსტუტუციო სასამართლოს დაარტყმევინოს ბეჭედი ორ მთავრ განზრახვაზე - პირველი ეს გახლავთ ოპოზიციის გაქრობა პოლიტიკური ველიდან. ასეთი რამ მსოფლისო არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ეს გულისხმობს მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევას. მეორე კი ეს გახლავთ დაფარული მიზანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა - ამის კონსტიტუციურ ვალდებულებად ქცევა. რუსეთის მაამებლობა გახდება ახლა წესი, რომელსაც დაერტყმება საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედი. რაც რუსეთს მომავალში გააღიზიანებს ყველაფერი შეფასდება საბოტაჟად, ღალატად, აი ასე გაფორმდება ამ ქვეყანაში დიქტატურა", - განაცხადა გიორგი სიორიძე.