პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით კი დავითებს დავით აღმაშენებლის დღეს ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას დავითობა დღეს ბიუროს სხდომაზე მიულოცა.
"დღეს აღმაშენებლის ხსენების დღეა ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით ყველა დავითს და საკუთარ თავსაც ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა უნივერსიტეტის დაარსების დღე და უნივერსიტეტის 92 წლის იუბულის შესრულებას ქართული საზოგადეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი უწოდა.
"უნივერსიტეტი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს იყო ქართული ეროვნული ცნობიერების გამოხატულება, რაც წლების განმავლობაში ამ როლს ასრულებდა მთელი ქართული საზოგადეობისათვის. ამიტომაც ამ ორ დღესასწაულს ვულოცავ ქართველ ხალხს" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.