"ლეიბორისტების ინფორმაციით", ხელისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო 40.000 პატრულის თანამშრომლის შემცირებას აპირებს. ამის შესახებ "ლეიბორისტების" გენერალურმა მდივანმა, დღეს პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება შემცირების მიზეზად ფინანსურ კრიზისს და თანხების უქონლობას ასახელებს, თუმცა რეალური მიზეზი პოლიციელების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ნეიტრალიტეტია.
"იმ ხალხს ვინც თავის დროზე "მიშა! მიშა-ს არ ყვიროდა პოლიციიდან გაათავისუფლებენ და მათ მაგივრად ერთგულ თანამშრომლებს მიიღბენ, ასევე გააძლიერებენ სოდ-ს და კუდ-ს. მოვუწოდებთ სააკაშვილს, ხელი აიღოს ამ განზრახვისგან", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.