საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი უხელმძღვანელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგობიანმა განუცხადა, მუშაობას, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან შეუდგება. "როგორც კი ოფიციალურად შევუდგები მუშაობას, სამინისტროს ვებგვერდზე განცხადება გაკეთდება", - განაცხადა გიორგობიანმა.
ნინო გიორგობიანი "აირზენას" პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში მან სალომე მახარაძე შეცვალა, რომელმაც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა სამინისტროში ბაჩო ახალაიას მისვლის შემდეგ დაიკავა.