ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არამარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად
ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აქეზებდნენ მოძალადე მომიტინგეებსაც და მათ მშვიდობიან მომიტინგეებად მოიხსენიებდნენ, რაც იყო ჩვეულებრივი ფარსი.
„ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად, რაც არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულები ვართ. ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული. მთავარია, სამართლიანობა, მთავარია ჯანსაღი მიდგომა, სწორი განცხადებების კეთება, რასაც ვერ ვხედავდით ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ, პირველ რიგში, ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.