მუნიციპალური ტრანსპორტის გაფიცული მძღოლები მერიის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე იმყოფება ,,ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც ათ მძღოლთან ერთად მერიის წარმომადგენლებს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მერიისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.