როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად ბედნიერად მამაკაცები თავს 37 წლის ასაკში გრძნობენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სოციოლოგებმა განაცხადეს.
მეცნიერემა კვლევების მიხედვით დაადგინეს, რომ მამაკაცი ბედნიერებას განიცდის თუ ის დასაქმებულია, აქვს სტაბილური გარემო და იმყოფება ხანგრძლივ ურთიერთობაში.
მეტწილად ეს ხდება 37 წლის ასაკში, როცა მამკაცს ჰყავს ოჯახი და აქვთ გარკვეული კარიერული წარმატებებიც.
რესპოდენტების 43%-მა აღნიშნა, რომ მათთვის მამაკაცური ბედნიერების გამოხატულება შვილის დაბადება გახდა, 35%-თვის კი ასეთი განცდა ოჯახის შექმნა იყო.
ასვე დადგინდა, რომ სწორედ 37 წლის ასკში მამკაცს უყალიბდება ერთგული მეგობრების გარემო და უფრო იშვიათად აწყდებიან სხვადასხვა სტრესულ სიტუაციებს.