უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ მონაცემებზე საქართველოში პირველი შეფასებები გაკეთდა.
როგორც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, ახალი ლიდერი და მომავალი ურთიერთობები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დეპუტატების განმარტებით, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში უკრაინელი ხალხის არჩევანს ქართველებმა პატივი უნდა სცენ.
"მნიშვნებლოვანი ფაქტია ის, რომლის გათვალიწინებაც ნებისმიერ გამარჯვებულს მოუწევს და ეს არის ის, რომ უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლური დემოკრატიული კურსის გაგრძელება და გაღრმავება. ეს არის ის ამოსავალი წერტილი საიდანაც უნდა ამოვიდეს, როგორც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული. დარწმუნებული ვარ ამ წერტილიდან ამოვა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ყველა სფეროში", _ აცხადებს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი.