საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 437.0 მლნ ლარით განისაზღვრა. როგორც 2013 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 920.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.6%-ს შეადგენს.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 805.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 6.2 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 11.3 პროცენტით იზრდება;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 930.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 3.2 პროცენტია და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 8.5 პროცენტით იზრდება;
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 388,0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.6 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 10.8 პროცენტით იზრდება;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 663.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 2.3 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 3.0 პროცენტით იზრდება;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 104.0 მლნ ლარით,ნ რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით იზრდება.
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 30.0 მლნ ლარით.
2013 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 167.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 52.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 115.0 მლნ ლარი.
2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 350.0 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 151,0 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მოგებიდან მისაღებ დივიდენდებს.