ხვალიდან, 8 თებერვლიდან, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყება. კანონპროექტს ხვალ პირველი მოსმენით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განიხილავს
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე, 362-ე მუხლებით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის გასამართლებული პირები გათავისუფლდებიან.
ეს დანაშაულები დაკავშირებულია 2003-2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის _ ატესტატის დამზადებასთან, შეძენასა და გასაღების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან მათ საწინააღმდეგო მისაკუთრებასთან და, ასევე, ატესტატში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.
კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის საშემოდგომო სესიაზე, დეკემბერში, შევიდა.