თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, გიორგი გაჩეჩილაძე პირობით გათავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა. გაჩეჩილაძე გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება.
რაც შეეხება საქმის განხილვას, მოსამართლის გადაწყვეტილებით შემდგომი სხდომა 24 დეკემბერს არის ჩანიშნული, რა დროსაც მტკიცებულების დეტალური განხილვა მოხდება. როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, სრულად წარმოდგენილი არ იყო ყველა მტკიცებულება, რომლებიც საბოლოო განაჩენის სამართლიანად გამოტანისთვის არის საჭირო.
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გიორგი გაჩეჩილაძე ძველი თბილისის რაიონულმა სასამართლომ 27 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსისი 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას ჩადენილი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმე ეხება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლს დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. დღეს ბრალდები მხარე ითხოვდა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც მოიცავს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას, თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. ამასთან თავს უდანაშაულოდ ცნობს თავად გიორგი გაჩეჩილაძე.