საქართველოს შსს-ს საპატრულო სამმართველოს უფროსმა გოგა გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა. გრიგალაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გოგა გრიგალაშვილი საპატრულო პოლიციის შექმნიდან თბილისის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ ის საქართველოს საპატურლო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2005 წელს, საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობის ერთი წლის თავზე, გოგა გრიგალაშვილი ოროთახიანი ბინით დააჯილდოვა.