შსს-ში რეფორმების და განვითარების ეროვნული ბიურო შეიქმნება, _აღნიშნულის შესახებ შს მინისტრმა სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ შსს პროგრესული იდებით მოდის.
"ჩვენ გამოვაცხადებთ რეორგანიზაციას და შეიქმნება ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაერქმევა რეფორმების და განვითარების ეროვნული ბიურო. ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას. მე მხოლოდ და მხოლოდ მოწინავე და პროგრესული იდეებით მოვდივარ სამინისტროში", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.