ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება, ამაზე ყველაზე კარგად ის მეტყველებს, როდესაც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ადრე თუ გვიან, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, ეს 2030 წლამდე არ მოხდება. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება გასაწევრებლად.
მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ დღეს ურთიერთობა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან არ გვქონდეს. მათ არანაკლებ გაფუჭებული ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან, ვიდრე საქართველოსთან. არ მგონია, საქათველოს და აშშ-ის ერთად ისეთი რამ დაეშავებინათ, რომ დღეს ბრიუსელთან ფაქტობრივდ ურთიერთობა არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი კლასი გადახედავს თავის უგუნურ პოლიტიკას და ურთიერთიბები დალაგდება, როგორც ჩვენსა და ბრიუსელს შორის, ასევე ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ევროკავშირის მოსახლეობისთვის, ისე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხიების ქოლგა, რომელსაც ნატო სთვაზობს ევროკავშირს და ამის მთავარი გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატებია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
Politico-ს ცნობით,ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას - მონტენეგროს, უკრაინას, მოლდოვას და ალბანეთს გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს.