დედოფლისწყაროში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, ადგილობრივი, 20 წლის ბიჭი დააკავეს. როგორც "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" იუწყება, მას სიღნაღის სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ-ის 137-ე გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციით, ბრალდებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილიც შშმ პირია, თუმცა სტატუსი არ აქვს.
ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ამის შემდეგ გოგო თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით, გოგოს დედამ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი შვილი გააუპატიურეს.
საქმეზე გამოძიება 137- ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.