პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების მხრიდან მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ კეთდება განცხადებები , რომლებშიც ზეწოლის მცდელობა იგრძნობა. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები აღქმული იქნება, როგორც მოსამართლეებზე ზეწოლა, მუქარა, და დაშინების მცდელობა.
"ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან მოსამართლეები არიან ხელშეუხებლები, გარანტირებულები იმით, რომ სტაბილურად იმუშავებენ კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩება.
" სასამართლო არის ძალიან ძლიერი, ობიექტური და ამას პირველ რიგში არა მე, არამედ მოსახლეობის გამოკითხვა ადასტურებს, რომელიც ნეიტრალურმა დამკვირვებელმა, ევროპის საბჭომ ჩაატარა და მივიღეთ შედეგი, რომ 85% საქართველოს მოსახლეობისა უცხადებს ნდობას სასამართლოს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არასწორი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 4%-ს შეადგენს.
"გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 9%-ია და არა 4%. 4% არის ნორვეგიაში და გადავამოწმოთ ნორვეგიული სისტემა მაშინ. თავდასხმებს სასამართლო უპასუხებს იმით, რომ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.