პოეტი გიორგი კეკელიძე რუსთაველის გამზირზე სპაროტესტო აქციის მონაწილის, აზა ჩილაჩავას დაკავებას ეხმიანება.
„აზა ჩილაჩავა დაუჭერიათ. დევნილი ქალი.
და მე, ყველაზე მეტად, ახლა სულ სხვა ხალხი მადარდებს. სხვა ხალხი - უცნაურად დაზეპირებული: ,,კანონი კანონია" - რომ უნდა იმეორონ დღეს გამთენიამდე.
მახსოვს, ჩემი ყმაწვილობისას, კედლებს ეწერა ზოგჯერ და ზოგან : ,,გვახსოვდეს აფხაზეთი".
მერე წვიმამ ჩამორეცხა. ხანდახან წვიმა სამართალიანია და ზუსტი. და წვიმა გვეუბნება: რაც გულიდან ამოირეცხეთ, კედლებზე რატომ უნდა იყოს? დეკორაციაა? ახალი წელი მოდის. ის დაკიდეთ!“ - წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, პროტესტის მონაწილე, აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავა პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ 2 ნოემბერს დააკავა.
მანამდე, პოლიციამ აზა ჩილაჩავას 19 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 22 ოქტომბერს ის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.