16-18 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 40 ქვეყნის 1200 წარმომადგენელი EPP კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. გიგი წერეთელი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და EPP ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილი, დელეგატის სტატუსით მიიღებს კონგრესში მონაწილეობას.
ბუქარესტში გამართულ კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის მმართველი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანულე ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმა ვან რამპი დაესწრებიან. ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად კონგრეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ევროპის სახალო პარტიის კონგრესზე პარტიის პლატფორმაზე იმსჯელებენ და ახალ პრეზიდენტსაც აირჩევენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა 2008 წელს