"ოპოზიციაში ყოფნა ყველა პარტიისთვის განახლების საწინდარია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის განმარტებით, გუნდის ძირითადი ბირთვი "ნაციონალურ მოძრაობაში" სწორედ პარტიის ოპოზიციაში ყოფნისას მოვიდა.
"ყველა ძირითადი ლიდერი, რომელიც ჩვენ გვყავს, მოვიდა თავის დროზე ოპოზიციაში ყოფნის შემდეგ. მათთვის გარკვეული პერიოდით ოპოზიციაში ყოფნა ძალიან სასარგებლოა. ამაში ვარ დარწმუნებული, როგორც არა ამ პარტიის უბრალოდ შემქმნელი, არამედ როგორც მისი ობიექტური გულშემატკივარი. ჩვენთვის პარტიის გულშემატკივრობა არის ქვეყნის გულშემატკივრობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.