საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის სპორტის მიტოვება და პოლიტიკაში წასვლა იოლი არ ყოფილა. თუმცა კალაძის განცხადებით, მაშინ როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილის მმართველობა კიდევ 10-15 წელიწადს გაგრძელდებოდა, ბიძინა ივანიშვილი სწორედ მაშინ გამოჩნდა.
კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ გზის გავლას აპირებდა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაიარა.
"იგივეს აკეთებდა, კონსტიტუცია შეცვალეს, მას პრემიერ-მინისტრობა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა", _ აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ ამისათვის მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა მხარი.
ამასთან ერთად, კალაძე, ინტერვიუში ასვეე აღნიშნავს, რომ რეალურად სახელისუფლებო გუნდს არჩევნებში მხარი საქართველოს მოსახლეობის 20 %-ზე ნაკლებმა დაუჭირა, მაგრამ "მათ უბრალოდ გააკეთეს ის, რაზეც ჩვენ ვსაუბროიბდით - მათ მოიპარეს არჩევნები".
კალაძის აზრით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარი საქართველოს მოსახლეობის 74% -75 % დაუჭირა.
ამასთან ერთად ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს იმასაც, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის იმედები გაამართლოს.