ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით 20 წლის სერგო ქოქოლაძე ქ. ოზურგეთის თხილის საექსპორტო კომპანიაში დასაქმდება.
სერგო ქოქოლაძე ბათუმის მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა სახლში აღიზარდა, მას მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც პენსიონერია და სოფელ ლაითურში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წაყარო დიასახლისის პენსია იყო.
ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა სერგო ქოქოლაძის მძიმე სოციალური მდგომარება და მას დასაქმების შესაძლებლობა მისცა. ხვალიდან, 5 თებერვლიდან სერგო ქოქოლაძე ოზურგეთის რაიონის თხილის საექსპორტო კომპანიაში იმუშავებს, მისი ანაზღაურება 250-მდე იქნება და საკუთარი თავისა და დედის მატერიალურად უზრუნველყოფას შეძლებს. პირველ სამუშაო დღეს, 5 თებერვალს 11 საათზე სამსახურში ს. ქოქოლაძეს ოზურგეთის რაიონული პროკურორი ილია ჯალაღანია პირადად მიიყვანს.
საქართველოს პროკურატურა სოციალურად დაუცველი მოზარდების დასაქმებას პროექტ ~საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.