"შედეგს უნდა ველოდოთ პოზიტიურს, განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტირებულს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოეტმა რატი ამაღლობელმა მოსალოდნელი საარჩევნო შედეგების კომენტირებისას.
მისი განცხადებით, საარჩევნო დარღვევები მოსალოდნელი იყო.
"დარღვევები საარჩევნო უბნებზე, ცხადია, დაფიქსირდებოდა. ახლა ამას სჭირდება რაციონალური მიდგომა, ყველაფერი უნდა აღინუსხოს და უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება საზოგადოების მხრიდან", _ განაცხადა ამაღლობელმა.