თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი ავტოკოლონა მოედანზე სიგნალებითა და დროშებით მივიდა.
ამ დროისთვის საკრებულოს წინ უკვე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ყოფილი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, მსახიობი მარინა ჯანაშია, მხატვარი თემურ გოცაძე, პოეტი რატი ამაღლობელი და პაროდისტი მერაბ სიჭინავა.